ფილმის "მარტო სახლში" ვარსკვლავი მამა გახდა

ამერიკელი მსახიობი მაკოლეი კალკინი, რომელიც ცნობილია ფილმით "მარტო სახლში", პირველად გახდა მამა. ამის შესახებ ინფორმაციას London News Time ავრცელებს.

კალკინისა და მისი მეუღლის ბრენდა სონგის ვაჟი ლოს-ანჯელესში დაიბადა. ის ჯანმრთელია და მისი წონა 2,7 კილოგრამია. წყვილი დაახლოებით ოთხი წელია ერთად არის. ისინი ერთმანეთს ტაილანდში ფილმის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ.

ახალბედა მშობლებმა შვილს კალკინის გარდაცვლილი უფროსი დის დაკოტას სახელი დაარქვეს.