ფილმმა ქართულ დრეგ კულტურაზე Fashion Film Festival Milano-ზე პრიზი მიიღო

ფილმი ,,კომფორტის ზონა", რომელიც საქართველოში დრეგ კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარების შესახებ მოგვითხრობს, Film Festival Milano-ს ,,საუკეთესო მხატვრობის" კატეგორიის პრიზიორი გახდა.

,,თანასწორობის მოძრაობის" განცხადებით, ფილმის მთავარი გმირი მეთ შელი თბილისის პირველ დრეგ შეჯიბრების, BALL-ის შესახებ გვიამბობს.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ფრანგმა კინორეჟისორმა ჯორდან ბლეიდმა გადაიღო.