"ფორსაჟი-9-ის" ახალი თრეილერი გავრცელდა - VIDEO

Universal Pictures-მა "ფორსაჟი-9-ის" ახალი თრეილერი გაავრცელა.

გავრცელებულ ვიდეოში საქართველოში გადაღებული კადრებიც მოხვდა. რამდენიმე რბოლა თბილისისა და რუსთავის ქუჩებშია გადაღებული.

ფილმში მთავარ როლებს ვინ დიზელი, ჯონ სინა, მიშელ როდრიგესი, ტაირის გიბსონი და სხვა ცნობილი მსახიობები ასრულებენ.

ფილმის ფრაგმენტების გადაღებები საქართველოში 2019 წელს, 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ფორსაჟი 9-ის" პრემიერა 2021 წლის 25 ივნისს გაიმართება.