ფრანგი მომღერალი ტონტონ დავიდი გარდაიცვალა

ფრანგი რეგი-მომღერალი ტონტონ დავიდი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BFMTV ავრცელებს.

ინფორმაციას მისი ერთ-ერთი მენეჯერიც ადასტურებს.

მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

ტონტონ დავიდის სიმღერებს შორისაა 1990-იანების ისეთი ჰიტები, როგორიცაა Sure, Certain და Everyone's Road.