Friends: The Reunion-ის პირველი ოფიციალური "თიზერი" გავრცელდა - VIDEO

ამერიკულმა კომპანია HBO Max-მა საკულტო სერიალ Friends:The Reunion-ის პირველი ოფიციალური "თიზერი" გამოაქვეყნა. 

27 მაისს სერიალი ეკრანებს დაუბრუნდება. გარდა იმისა, რომ მეგობრები სრული შემადგენლობით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე, სტუმართა სია საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. 

როგორც ცნობილია, Friends:The Reunion-ში მონაწილეობას მიიღებენ: დევიდ ბექემი, ჯასტინ ბიბერი, BTS, ჯეიმს კორდენი, სინდი კროუფორდი, კარა დელევაინი, ლედი გაგა, კიტ ჰარინგტონი, რიზ უიზერსპუნი, მალალა იუსაფზაი და სხვები.