გატანილი ექსპონატები მუზეუმს უნდა დაუბრუნდეს - წულუკიანი

„ყველა გატანილი ექსპონატი მუზეუმს უკან უნდა დაუბრუნდეს“, - განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ეროვნული გალერეიდან 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი 4 ფერწერული ტილოს კვლავ მუზეუმში წარდგენის ღონისძიებაზე.

„არაერთი წლის განმავლობაში, ექსპონატის მუზეუმში დაუბრუნებლობა მისი დაკარგვის რეალურ საფრთხეს ქმნის. ჩვენ კი, კანონი პირდაპირ გვავალებს ამ ექსპონატებზე ზრუნვასა და მათი მომავალი თაობებისათვის გადაცემას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.