გია აგუმავა ლოკარნოს კინოფესტივალზე როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს

ქართველი მსახიობი გია აგუმავა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს.

ელენე ნავერიანის ფილმი - „სველი ქვიშა" საქართველო-შვეიცარიის კოპროდუქციაა.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება.