"გრემი", შესაძლოა, "ომიკრონის" გამო გადაიდოს

ხელოვნებისა და ტექნოლოგიების ეროვნული აკადემიის მუსიკალური პრემიის, "გრემის" დაჯილდოების 64-ე ცერემონია, შესაძლოა, 2022 წელს გადაიდოს. ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელებაა. ინფორმაციას Billboard ცერემონიის ორგანიზებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შოუ 31 იანვარს "STAPLES Center-ში" (Crypto.com Arena), ლოს-ანჯელესში იგეგმება.

"გრემის" ცერემონია 2021 წელსაც გადაიდო - 2021 წლის 31 იანვრის ნაცვლად ის 14 მარტს გაიმართა. მას გაცილებით ნაკლები სტუმარი ესწრებოდა, ვიდრე მანამდე იგეგმებოდა.

"გრემის" ნომინაციები ნოემბერში გამოცხადდა.