2022 წლის "გრემის დაჯილდოება", რომელიც აშშ-ში, 31 იანვარს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება Grammy-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დაჯილდოება კორონავირუსის ომიკრონ შტამის მკვეთრი გავრცელების გამო გადადეს. კონკრეტულად როდის გაიმართება ცერემონია ჯერ-ჯერობით უცნობია.
"ჩვენი მუსიკალური საზოგადოების, მაყურებლის და ასობით ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება. ომიკრონ შტამის გარშემო არსებული გაურკვევლობის გათვალისწინებით, 31 იანვრის შოუ ძალიან ბევრ რისკს შეიცავს", - განაცხადეს ორგანიზატორებმა.
ორგანიზატორების თქმით, ცერემონიის ახალი თარიღი მალე გახდება ცნობილი.