"ჰარი პოტერი" სპეციალური ეპიზოდით ბრუნდება

"ჰარი პოტერის" პირველი ფილმის გამოშვებიდან 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად სპეციალური ეპიზოდი შეიქმნა. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს.

საიუბილეო ეპიზოდის სახელწოდება "ჰარი პოტერის მე-20 იუბილე: ჰოგვორტსში დაბრუნებაა".  იგი ლეგენდარული ფილმის გადასაღები მოედნის მიღმა მიმდინარე მოვლენებზე მოგვითხრობს. როგორ იღებდნენ "ჰარი პოტერის" ფილმებს, რა საინტერესო ისტორიები გადახდათ მსახიობებს 8 ფილმის გადაღებების განმავლობაში და რა დაამახსოვრდათ მათ ყველაზე კარგად - ამ ყველაფერს სპეციალური გამოშვებიდან შევიტყობთ.

მაყურებელს კვლავ მიეცემა შესაძლებლობა ლეგენდარული ტრი — დენიელ რედკლიფი, რუპერტ გრინტი და ემა უოტსონი — იხილოს.

გადაცემის პრემიერა ახალ წელს, 2022 წლის პირველ იანვარს  HBO Max-ზე შედგება.