ჰარი პოტერის“ პირველი გამოცემა 90 ათასად გაიყიდა

ბრიტანეთში ჯოან როულინგის ცნობილი რომანის „ჰარი პოტერის და ფილოსოფიური ქვის“ პირველი გამოცემა აუქციონზე 90 ათას დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია 500-დან ერთ-ერთ ეკზემპლიარზე, რომელიც 1997 წელს გამოცემამ Bloomsbury Publishing გამოუშვა. 300 წიგნი სკოლებსა და ბიბლიოთეკებში დარიგდა, დანარჩენები კი მაღაზიებში 10 ფუნტად გაიყიდა.