ჰარი პოტერის პირველი გამოცემა რეკორდულ თანხად გაიყიდა

ჯ.კ როულინგის რომანის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის" პირველი გამოცემა ტეხასის მემკვიდრეობის აუქციონზე რეკორდულ თანხად -  471 000 დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ლოტის საწყისი ფასი 75 000 დოლარი იყო.

"ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა"  მე-20 საუკუნეში გამოცემული ყველაზე ძვირადღირებული მხატვრული წიგნი გახდა.

როგორც გაირკვა, წიგნი ერთ-ერთი იმ 500 ეგზემპლართაგანია, რომელიც 1997 წელს დაიბეჭდა.