ჰარი სტაილზი "გრემი-21-ს" გახსნის

14 მარტს "გრემის" დაჯილდოების 63-ე ცერემონია გაიმართება. გამოცემა Variety-ის ინფორმაციით, მას ჰარი სტაილზი გახსნის, რომელმაც სამი ნომინაცია მიიღო, მათ შორის ალბომისთვის "Fine Line" და კლიპისთვის "Adore You".

სტაილზის გარდა ღონისძიებაში მონაწილეობას მომღერლები ტეილორ სვიფტი და ბილი აილიში, რეპ-შემსრულებლები Cardi B და Megan Thee Stallion, ასევე სამხრეთკორეული ჯგუფი BTS მიიღებენ.

პირდაპირ ტრანლაციას მაყურებელს ტელეარხი CBS შესთავაზებს. ცერემონიის წამყვანი ტრევორ ნოა იქნება.

"ჩვენ შემსრულებლებისთვის ყველაფრის სწორად გაკეთება გვინდოდა. ეს რთული წელი იყო. მოვიდა დრო, რომ შემსრულებლები სცენაზე გამოვიდნენ და გულშემატკივრებთან ურთიერთობა გამართონ, რომლებიც ასეთ მომენტებს ელოდებიან. ჩვენ ნიჭიერი მუსიკოსებისგან შესანიშნავი გუნდი შევკრიბეთ", - განაცხადა CBS-ის ვიცე--პრეზიდენტმა, ჯეკ სასმანმა.

შეგახსენებთ, ნომინაციების რიცხვით ბეიონსე ლიდერობს. ის 9 ჯილდოს მიღებისთვის იბრძოლებს.