HBO სნეიპის შესახებ სერიალის გადაღებას გეგმავს

უცხოურ მედიაში პოტერჰედებისთვის სასიხარულო ამბავი გავრცელდა. გამოცემა Marca-ს ცნობით, სტრიმინგ სერვისი HBO ჰარი პოტერის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, სევერუს სნეიპის შესახებ სერიალის გადაღებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტზე Warner Bros მუშაობს და სერიალი HBO Max-ზე გავა.

აღნიშნული ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ასევე უცნობია გადაღებების დაწყების თარიღი და სამსახიობო შემადგენლობა.