ჰოლანდიის მუზეუმები კოლონიებიდან აღებულ ექსპონატებს დააბრუნებენ

ნიდერლანდების რამდენიმე უდიდეს მუზეუმში გამოცხადდა მზადყოფნა, გამოასწორონ "ისტორიული უსამართლობა" და ექსპონატები, რომლებიც ოდესღაც კოლონიებს ეკუთვნოდა, ისტორიულ სამშობლოში დააბრუნონ. აღნიშნული საკითხი წინა პლანზე ქვეყნის კულტურულმა საბჭომ წამოწია.

პროექტს, რომელიც 4 წელზეა გათვლილი, ნიდერლანდების სამეცნიერო ორგანიზაცია დააფინანსებს, რომელიც 3,5 მილიონ ევროს გრანტს გამოყოფს. კიდევ 1 მილიონს მონაწილე ორგანიზაციები დაამატებენ. კოლექციების ინვენტარიზაციისთვის მეცნიერთა სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც თავიანთი მუშაობის შედეგებს საზოგადოებრივ მონაცემთა ბაზებში განათავსებენ.