ჰოლივუდის მსახიობი ჯეინ პაუელი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მიუზიკლების ვარსკვლავი ჯეინ პაუელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post ავრცელებს.

როგორც მისმა მეგობარმა, სიუზან გრეინჯერმა განაცხადა, პაუელი აშშ-ის კონექტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი არ სახელდება.

პაუელის პოპულარობის პიკი 1940-1950 წლებზე მოდის. მან ითამაშა მიუზიკლში "სამეფო ქორწილი" (1951), რომელშიც მისი პარტნიორი ფრედ ასტერი იყო. პოპულარობა მას ცნობილმა მუსიკალურმა ფილმმა "შვიდი პატარძალი შვიდი ძმისთვის" მოუტანა (1954). ორივე ფილმი პაუელის მიერ შესრულებული სიმღერისთვის ოსკარზე იყო ნომინირებული.

მსახიობის სხვა ფილმებს შორისაა - "არდადეგები მექსიკაში" (1946), "სამი ძვირფასი ქალიშვილი" (1948), "პაემანი ჯუდისთან" (1948) და "ნენსი მიდის რიოში" (1950).

კინოში შეტანილი წვლილისთვის ჯეინ პაუელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.