ია შუღლიაშვილი საუკეთესო მსახიობად დასახელდა

ია შუღლიაშვილი საუკეთესო მსახიობთა შორის დასახელდა. სია კინოს ერთ-ერთმა უცხოურმა ვებ გვერდმა შეადგინა. ია შუღლიაშვილის გარდა ჩამონათვალში კიდევ ცხრა რჩეული მოხვდა. ქართველი მსახიობი, საუკეთესოთა ათეულში ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმში “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულებით აღმოჩნდა.