ინდონეზიაში პლასტმასის ნარჩენებისგან მუზეუმი შექმნეს

ინდონეზიაში პლასტმასის ნარჩენების მუზეუმი შეიქმნა. 

ამ ფორმით, აქტივისტებს სურდათ ოკეანის დაბინძურებაზე ყურადღების გამახვილება. ინდონეზია ზღვის დაბინძურებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ინდონეზიელმა ეკო-აქტივისტებმა გახსნეს მუზეუმი ქალაქ გრესიკში. გამოფენა 10 000 პლასტმასის ნარჩენებისგან შედგება, მათ შორის წარმოდგენილია  ბოთლები, ცელოფნები და სხვა ნაწილაკები.

გამოფენა სამ თვეში მომზადდა. თვის განმავლობაში გამოფენას 400 -ზე მეტი ადამიანი ესტუმრა.

აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მათ უნდა შეწყვიტონ ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება, ვინაიდან მისი გადამუშავება ძალიან რთულია.