ითამაშებს თუ არა ბრედ პიტი "Ocean's 14"-ში - PHOTO

ბრედ პიტმა აშშ-ს კინემატოგრაფისტთა ეროვნული საბჭოს დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა, რომ ფილმ "ოუშენის 14 მეგობრის" მომდევნო ფილმში მონაწილეობას არ მიიღებს. 

"ახლა ჩემი ცხოვრების მიზნები გაცილებით მარტივია. მინდა ვიყო ბედნიერი, ჯანმრთელი და ფინანსურად არ აღმოვჩნდე ისეთ სიტუაციაში, რომ  Ocean’s 14-ში  მონაწილეობის მიღება მომიწიოს." - ხუმრობით განაცხადა ბრედ პიტმა.  

ბრედ პიტმა მონაწილეობა მიიღო ფილმში Ocean's 11 და სტივენ სოდენბერგის მიერ გადაღებული ფილმის ორ სიქველში. 

აღსანიშნავია, რომ მსაიობი ფილმების შერჩევისას უფრო ყურადღებიანი გახდა და უპირატესობას, როგორც თავად ამბობს, პერსპექტიულ პროექტებს ანიჭებს.