ითან ჰოუკი "მთვარის რაინდში" მთავარი ანტიგმირის როლს შეასრულებს

მსახიობი ითან ჰოუკი Disney+-ის სერიალ "მთვარის რაინდის" სამსახიობო შემადგენლობას შეუერთდა.  ამის შესახებ გამოცემა Deadline წერს.

გამოცემის ცნობით, მსახიობი სერიალის მთავარი ანტიგმირის როლს მოირგებს.

ამ დროისთვის უცნობია, თუ კონკრეტულად ვის როლს შეასრულებს ითან ჰოუკი. თუმცა, კომიქსებში "მთვარის რაინდის" სუპერგმირის - მარკ სპექტორის მთავარი მოწინააღმდეგე რაულ ბუშმენია.

სერიალში მთავარ როლს ოსკარ აიზეკი ასრულებს.