ივნისში საქართველოში აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის ვიზიტი იგეგმება

საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ვაგიფ სეიდბაილისთან და საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევთან.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.

კახა სიხარულიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა დაფუძნებულია ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის კულტურული და ისტორიული ღირებულებების პატივისცემაზე, რაც უმნიშვნელოვანესია მთლიანად რეგიონისთვის.