ჯეიმს ბონდის როლს ტომ ჰარდი შეასრულებს

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დენიელ კრეიგის წასვლის შემდეგ, ჯეიმს ბონდის როლს ტომ ჰარდი შეასრულებს. 

The Vulcan Reporter-ის ცნობით, ჰოლივუდის მსახიობმა შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა და როლზე უკვე დაამტკიცეს. 

ფილმი "სიკვდილის დრო არ არის" აგენტი 007-ის მეხუთე და ბოლო ფილმია, რომელში დენიელ კრეიგი მონაწილეობს.

43 წლის ჰარდი მეშვიდე მსახიობი გახდება, რომელიც ცნობილი ჯაშუშის როლს მოირგებს.

აგენტი 007-ის როლი, აქამდე უკვე მოირგეს შონ კონერმა, ჯორჯ ლაზენბიმ, როჯერ მურმა, ტიმოთი დალტონმა, პირს ბროსნანისმა და დენიელ კრეიგმა.

შეგახსენებთ, რომ 1954-დან 2015 წლამდე ჯეიმს ბონდის სულ 24 ფილმი გამოვიდა.