ჯგუფ The Animals-ის წამყვანი გიტარისტი გარდაიცვალა

ბრიტანული ჯგუფი The Animals-ის თანადამფუძნებელი და გიტარისტი მუსიკოსი ჰილტონ ვალენტაინი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ხმისჩამწერი კომპანია ABKCO Music & Records-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"ვალენტაინი ნოვატორი გიტარისტი იყო, რომელმაც როკ-ენ-როლის ჟღერადობაზე დიდი გავლენა მოახდინა”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.  

ვალენტაინი ჯგუფს 1960-იანი წლების დასაწყისში შეუერთდა, ჯერ კიდევ იმ დრომდე, სანამ მას სახელს შეურჩევდნენ. ჯგუფი ცნობილი გახდა ისეთი ჰიტებით, როგორებიცაა The House of the Rising Sun, Good Times, Don't Let Me Be I Unduseupured, Bring It On Home to Me, It's My Life, We Gotta Get Out From This Place და სხვები. 

ჯგუფი 1966 წელს დაიშალა.