ჯონი დეპს სან-სებასტიანის კინოფესტივალის ჯილდო გადაეცემა

მსახიობ ჯონი დეპს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილის გამო სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადეცემა. 

კინოფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, რომ ჯონი დეპი "დონოსტიას" პრემიას მიიღებს, როგორც თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივ ნიჭიერი მსახიობი. 

ჯილდო  მსახიობს 22 სექტემბერს სან-სებასტიანის 69-ე კინოფესტივალზე გადეცემა.

სენ-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი ესპანეთში 1953 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება.  იგი ევროპის ერთ -ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა.