ჯორჯ მარტინი HBO-სთან კიდევ 5 წელი ითანამშრომლებს

ჯორჯ მარტინმა, წიგნის სერიის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" ავტორმა, რომლის საფუძველზეც გადაიღეს სერიალი "სამეფო კარის თამაშები", HBO- სთან კიდევ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს.

სააგენტოს ცნობით, ხელშეკრულება გაფორმდა რვანიშნა თანხაზე. თუ რამდენს გადაუხდიან მწერალს, უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ " სამეფო კარის თამაშები 2019 წელს დასრულდა, HBO-ს მფლობელმა უკვე გამოაცხადა House of the Dragon-ის პრიქველი სერიალის შესახებ.