ჯორჯ მარტინმა მკითხველებს იმედი კიდევ ერთხელ გაუცრუა

Independent-ის განცხადებით, ჯორჯ რ.რ მარტინის განცხადებამ მკითხველთა უკმაყოფილება გამოიწვია.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ წიგნი "ცეცხლი და სისხლი", რომლის მიხედვითაც "სამეფო კარის თამაშების" პრიქველს "დრაკონების სახლს" იღებენ, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში 5 მაისს გამოქვეყნდება." - წერს ჯ.ჯ მარტინი.

აღნიშნულმა მკითხველების დიდი აღშფოთება გამოიწვია, ვინაიდან, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მწერალი წიგნის გამოსვლის თარიღს დააანონსებდა, ყველა ელოდებოდა, რომ განცხადება "ყინულის და ცეცხლის სიმღერის" მეექვსე ნაწილს შეეხებოდა.