კანიე უესტმა ახალ ალბომში მესი და ადეტოკუნბო ახსენა

რეპერმა კანიე უესტმა ახალი ალბომი, Donda გამოსცა.

შემსრულებელმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სპორტში საკმაოდ გათვითცნობიერებულია და ტექსტებში "პსჟ-ს" თავდამსხმელი ლიონელ მესი და "მილუოკის" თავდამსხმელი იანის ადეტოკუნბო ახსენა. ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

""I talk to God everyday, that’s my bestie / They playin’ soccer in my backyard, I think I see Messi (ღმერთს ყოველ დღე ვესაუბრები, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, / ისინი ფეხბურთს უკანა ეზოში თამაშობენ, მგონი, იქ მესი ვნახე)", - ციტატა ტრეკიდან Off The Grid.

”I won with the bucks, boy (Mmh, mmh) / Let me Giannis (Mmh, mmh, slatt) / (მე გავიმარჯვე ბაქსებთან (ინგლისურად bucks - ირმები - "მილუოკის” მეტსახელი, ასევე ფული), ბიჭო. მე იანისივით ვარ)", - ადარებს უესტი თავის თავს ადეტოკუნბოს კომპოზიციაში Junya.