კანიე უესტმა სახელი შეიცვალა

ლოს-ანჯელესის სასამართლომ სახელის შეცვლის თაობაზე რეპერ კანიე უესტის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამის შესახებ გამოცემა Los Angeles Times იუწყება.

44 წლის რეპერმა საკუთარ ნამდვილ სახელსა და გვარზე - ომარ უესტზე უარი თქვა და  შემოკლებული სახელი, იე დაირქვა.

კანიეს განცხადებით, სახელი "პირადი მიზეზების გამო" შეიცვალა.

2018 წლის ივნისში მუსიკოსმა ალბომი სახელწოდებით Ye გამოუშვა. იმავე წლის სექტემბერში მან Twitter-ზე დაწერა, რომ იეს ეძახიან.

2021 წლის აგვისტოს ბოლოს რეპერმა  სახელის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.