კანის კინოფესტივალი ივლისისთვის გადადეს

კანის კინოფესტივალი, რომლის გამართვა ამ წლის მაისში იგეგმებოდა, 6-17 ივლისისთვის გადაიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზატორები ავრცელებენ.

"კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც თავდაპირველად 11-12 მაისს იგეგმებოდა, სამშაბათიდან, 6 ივლისიდან შაბათის, 17 ივლისის ჩათვლით ჩატარდება", - აღნიშნულია კანის კინოფესტივალის განცხადებაში, რომელიც "ტვიტერზე" გამოქვეყნდა. 

შეგახსენებთ, 2020 წელს ფესტივალი კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარებულა.