ქართულ-გერმანულ ფილმს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ალექსანდრე კობერიძის ფილმს - „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?!“ აჩვენებენ.

ფილმი წარდგენილი იქნება სექციაში In Focus. სექცია აერთიანებს იმ ფილმებს, რომელთაც საერთაშორისო ასპარეზზე უკვე დიდ წარმატებას მიაღწიეს.

ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე ასრულებენ.