ქართული ფილმები ბრიუსელში

როგორც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა Report.ge-ის აცნობა, ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი “ბოზარი” ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ღონისძიება იმართება ფესტივალის ფარგლებში “ხიდები. 

დასავლური კინოს დღეების აღმოსავლეთით” (BRIDGES. EAST OF WEST FILM DAYS).

ქართული ფილმები ბრიუსელში შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:

დიმიტრი მამულიას “ბოროტმოქმედი,” დავით ფირცხალავას “მამა," დეა კულუმბეგაშვილის “ლეთა,"  გიორგი სიხარულიძის “მამული," “ამირან დოლიძის “ცხოველი," ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი “გვირაბი,” უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები,” დიმიტრი ცინცაძის “შინდისი,” 

ფილმების ჩვენებების გარდა ბრიუსელში გაიმართება ინდუსტრიული შეხვედრები, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები – ელენა მიქაბერიძე და გიორგი სიხარულიძე მათი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმების პროექტებს წარადგენენ.

საქართველოს გარდა ფესტივალის მონაწილეები არიან კინემატგრაფისტები უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვისა და ბელარუსის რესპუბლიკებიდან.