ქართულმა ფილმმა ჩიკაგოს კინოფესტივალის ჯილდო მიიღო

ქართველი რეჟისორის ალექსანდრე კობერიძის დრამატულმა ფილმმა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო მიიღო.

შესაბამისი განცხადება საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

ფილმს გადაეცა "ვერცხლის ჰიუგო" საუკეთესო სცენარისთვის.