ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე Xiaomi-სთან თანამშრომლობს

ელექტროტექნიკის მწარმოებელი ჩინური კომპანია, Xiaomi ქართველ დიზაინერ დავით კომახიძესთან თანამშრომლობით ახალ სმარტფონს გამოუშვებს. ამის შესახებ განცხადება დავით კომახიძემ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

დავით კომახიძესთან კოლაბორაციით Xiaomi-მ Mi 11 Lite-ის მოდელის სამ სხვადასხვა ფერის სმარტფონი წარადგინა.

Xiaomi-ის უახლესი მოდელი ბრიტანულ ბაზარზე გაყიდვაში 1 199 გირვანქა სტერლინგად გამოვა.

დავით კომახიძემ, ახალი სმარტფონების შთაგონებით, სპეციალურად Xiaomi-სთვის 3 ექსკლუზიური კოსტიუმი შექმნა.