ქართველმა პიანისტმა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

20 წლის ქართველმა პიანისტიმა, სანდრო გეგეჭკორმა "მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში" გაიმარჯვა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მან საფინალო ტურში ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.

სანდრო გეგეჭკორს პირველ პრემიასთან ერთად ფულადი ჯილდო - 25 000 ევრო გადაეცა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგად აუდიტორიის სიმპათიის პრიზიც დაიმსახურა.