ქეთი მაჭავარიანის "მზიური" პარიზის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მოხვდა

ქეთი მაჭავარიანის ფილმი "მზიური" პარიზის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ნამუშევარი ამ ფესტივალის მიერ შეირჩა. Cinema Du Reel- Paris DOC-ზე მთელი მსოფლიოდან სულ რვა პროექტი მოხვდა.

რეჟისორის თქმით, ფილმი ქალის შესახებ გვიამბობს, რომელიც ადამიანებს, მათ საცხოვრებელ სახლებში სოციოლოგიური კვლევების ჩასატარებლად სტუმრობს. სიუჟეტი მაყურებელს საშუალებას აძლებს თბილისის ბინებში "შევიდეს" და ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანების საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება ნახოს. 

ფილმი 2018 წელს, ფესტივალის „CinéDOC-Tbilisi“ ფარგლებში არსებულ Civil Pitch-ზე მოგებული "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ დაარსებული ფულადი პრიზით გადაიღეს.