ხელოვანთა კავშირი გია ყანჩელის 80 წლის საიუბილეო კონცერტს წარადგენს

ხელოვანთა კავშირი "კონცეპტ არტი" დასაქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი დღეს 12:00 საათზე გია ყანჩელის 80 წლის საიუბილეო კონცერტის ვიდეოჩანაწერს წარადგენს. 

მონაწილეობენ: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი – დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი;
გიორგი ცაგარელი, ვიოლა;
ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, მიხეილ ჯავახიშვილი, ზვიად მიჩილაშვილი.
სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი – დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი.
გორის ქალთა კამერული გუნდი – დირიჟორი თეონა ცირამუა.
სპეციალური სტუმარი – ნინო ანანიაშვილი.