ხვალ ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება

ხვალ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დრამატული თეატრის თაღებში ქართველი გამოჩენილი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებლისა და გამომცემლის, ანსამბლების – ,,რუსთავისა“ და ,,მართვეს“ დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება.

ღონისძიებაზე ქართულ ტრადიციულ სიმღერებს შეასრულებენა ნსამბლები: რუსთავი, ბასიანი, რიჰო, შილდა, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი. ტრიოები: შალვაჩემო, შემოქმედი დ ახელხვავი. იუბილეზე გამოიფინება ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფოტო არქივი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი ,,ქართული გალობა“ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.