ხვალ პოლონეთში საბავშვო ევროვიზია გაიმართება

ხვალ პოლონეთში, „გლივიცა არენაზე“ საბავშვო ევროვიზია 2019 გაიმართება. საერთაშორისო სასიმღერო კონკურსზე საქართველოს გიორგი როსტიაშვილი წარმოადგენს. საკონკურსო სიმღერას, რომელიც დათო ევგენიძემ დაწერა, სახელად "გვინდა გვიყვარდეს" ჰქვია. საქართველოს წარმომადგენელმა პირველი რეპეტიცია უკვე გაიარა.

კონკურსანტებისთვის ხმის მიცემის პროცესი 22 ნოემბერს Junioreurovision.tv-ზე დაიწყო. წესების მიხედვით, ინტერნეტ-მომხმარებელს საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლის მხარდაჭერაც შეუძლია.

საკონკურსო სიმღერაზე კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო.