კინოფესტივალმა "ЛІСТАПАД" საუკეთესო მსახიობად ლევან გელბახიანი დაასახელა

მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალმა "ЛІСТАПАД" საუკეთესო მამაკაც მსახიობად ლევან გელბახიანი ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესრულებული როლისთვის დაასახელა.

მის შესახებ ინფორმაცია კინოფესტივალის ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ეროვნული კინოცენტრის ცნობით, კინოფესტივალზე ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ:

საუკეთესო სცენარი – დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“;

საუკეთესო მსახიობი ქალი – სალომე დემურია დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“;

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმისთვის „და ჩვენ ვიცეკვეთ“;

საუკეთესო მუსიკა – დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“;

მინსკის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, ერთი კვირის განმავლობაში, 50 ქვეყნის 154 ფილმი უჩვენეს.