კლინტ ისტვუდის ახალი ფილმის თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

91 წლის ჰოლივუდის მსახიობი და რეჟისორი კლინტ ისტვუდი, სამწლიანი პაუზის შემდეგ, დიდ ეკრანებზე პირველად გამოჩნდება. 

ფილმი სახელწოდებით "იტირე მაჩო" 1975 წლის რიჩარდ ნეშის რომანის მიხედვით არის გადაღებული.

ისტვუდმა ვეტერანი ცხენის მწვრთნელისა და როდეოს ვარსკვლავის, მაიკლ მილოს როლს ასრულებს. ფილმში მოქმედება 1979 წელს ვითარდება.

ფილმის მთავარი როლის  შემსრულებელი და რეჟისორი კლინტ ისტვუდია. ხოლო სცენარი  ნიკ შნეკს ეკუთვნის. 

"იტირე მაჩო" ისტვუდის 39-ე სარეჟისორო ნამუშევარი იქნება.