"კლონის" კოვიდინფიცირებული ვარსკვლავი უმძიმეს მდგომარეობაშია

52 წლის ბრაზილიელი მსახიობი ლუსიანო შაფირი, რომელის სერიალში "კლონი" ზეინის როლს ასრულებდა, COVID-19-ისთ ხელმეორედ ინფიცირების გამო უმძიმეს მდგომარეობაშია. ინფორმაციას tvefamosos.uol.com.br ავრცელებს.

22 ივნისს მსახიობი რეანიმაციაში მოათავსეს. 10 ივლისამდე ის მართვით სუნთქვაზე იყო. ამასთან, 7 ივლისს მას ოპერაცია ჩაუტარდა. შაფირს მსხვილი ნაწლავის სეგმენტიდან ჰემატომა ამოკვეთეს.

"გამოჯანმრთელებაზე ჯერ საუბარი ადრეა, მაგრამ ლუსიანო გონზეა", - განაცხადა მსახიობის წარმომადგენელმა.