კლუბი "ხიდი" წვეულების გამართვისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს

შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. საქმე პარასკევის ღონისძიებას ეხება, რომელიც 21-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა. კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შრომის ინსპექცია მათთან წუხელ იმყოფებოდა, თუმცა ჯარიმა არ გამოუწერია. შრომის ინსპექციამ დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე, მასობრივი ღონისძიების ჩატარებისთვის კლუბს აჯარიმებენ. 

ერთ-ერთი დამფუძნებელი წერს, რომ შრომის ინსპექცია დალუქვის პროცედურის განხორციელებისთვის წარდგენას სთხოვს. "ხიდი" ჯარიმას გაასაჩივრებს.