კორეული სერიალი HELLBOUND "კალმარის თამაშებზე" პოპულარული გახდა

The Guardian-ის ცნობით, სამხრეთკორეული მინისერიალი "ოჯოხეთი" (Hellbound) "კალმარის თამაშს" უსწრებს და ამრიგად Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული პროექტი გახდა.

19 ნოემბერს გამოსულმა სერიალმა პრემიერიდან 24 საათის განმავლობაში რეიტინგის სათავეები 80-ზე მეტ ქვეყანაში დაიპყრო. 

სიუჟეტის თანახმად, მონსტრები ნადირობენ ცოდვილებზე, რომლებმაც საკუთარი გარდაცვალების ზუსტი დრო იციან, და მათ ჯოჯოხეთში გზავნიან.

სერიალი სულ ექვსი 50-წუთიანი ეპიზოდისგან შედგება.