კორონავირუსის გამო "ბეტმენის" გადაღებები შეჩერდა

სტუდია Warner Bros.-მა, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ახალი "ბეტმენის" გადაღებები ორი კვირით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Reporter ავრცელებს.

"ბეტმენის" გადაღება იანვარში დაიწყო და ფილმში მთავარ როლს რობერტ პატინსონი ასრულებს. 

Hollywood Reporter-ის ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, შეჩერებულია  სერიალ "მექსიკის" გადაღებებიც, რომლის რეჟისორიც სტივენ სპილბერგია, ხოლო მთავარ როლს ხავიერ ბარდემი ასრულებს.

რამდენიმე პროექტზე მუშაობა შეაჩერა Walt Disney-მაც.