კრისტენ სტიუარტი დაინიშნა

31 წლის მსახიობი კრისტენ სტიუარტი დანიშნულია. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით, ნიშნობის შესახებ ცნობები მსახიობმა თავად დაადასტურა.  

გავრცელებული ინფორმაციით მას ხელი შეყვარებულმა, სცენარისტმა დილან მეიერმა სთხოვა.

პაპარაცებმა წყვილი ერთად პირველად 2019 წელს დააფიქსირეს.