კრისტინა აგილერამ "მულანისთვის" შექმნილი სიმღერა გამოაქვეყნა

Disney-მ1998 წლის გამოშვებული ანიმაციური ფილმის, "მულანის" ეკრანიზაცია გადაიღო, რომლის საუნდტრეკიც ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა კრისტინა აგილერამ გამოაქვეყნა. მას სახელად Loyal Brave True ჰქვია.

აღსანიშნავია, რომ კრისტინა აგილერას "მულანის" ანიმაციური ფილმისთვისაც აქვს სიმღერა შექმნილი. “Reflection” მომღერალმა ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში დაწერა. 

"მულანის" მსოფლიო პრემიერა 27 მარტს გაიმართება.