კრისტოფ უოლცი მინი სერიალში მიხეილ გორბაჩოვის როლს შეასრულებს

ავსტრიელი ოსკაროსანი მსახიობი კრისტოფ უოლცი Paramount სტუდიის მინი სერიალში სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივნის, მიხეილ გორბაჩოვის როლს შეასრულებს. სერიალში მონაწილეობას მსახიობი მაიკლ დუგლასიც მიიღებს, რომელიც აშშ-ის მე -40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის როლს მოირგებს. ამის შესახებ გამოცემა Deadline წერს. 

სერიალს კენეტ ადელმანის წიგნის მიხედვით გადაიღებენ. კინო ნამუშევრის რეჟისორი  ჯეიმს ფოლი იქნება.