ლახამულის ოთხთავს რესტავრაცია უტარდება

იუსტიციის სამინისტროს „საქართველოს ეროვნულ არქივში“ ლახამულის ოთხთავის რესტავრაცია მიმდინარეობს. 

უნიკალური ხელნაწერი არქივში რესტავრაციისთვის 2020 წლის მაისში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულიდან გადმოიტანეს, 18 თვის შემდეგ კი სრულად რესტავრირებული სიწმინდე კვლავ სოფელს დაუბრუნდება.

სამუშაოს საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის რესტავრატორები ასრულებენ.