ლიტერატურული პრემიის "შემოდგომის ლეგენდა" იმპროვიზაციული ფინალი შეგდა

ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა" იმპროვიზაციული ტური გაიმართა. 

პროექტში მონაწილე 10 ფინალისტი 12 საათის განმავლობაში ცდილობდა შეექმნა ლიტერატურული ნაწარმოები ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე "თეთრი საყელო".

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, კონკურსის ფინალური ეტაპისათვის გათვალისწინებული იყო ყველა რეკომენდაცია. 

ნოემბერში კონკურსის 3 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც სპეციალურ პრიზებს მიიღებენ.