Louis Vuitton-ის დიზაინერმა ჭურჭლის კოლექცია წარადგინა

ამერიკელმა დიზაინერმა, ლუი ვიტონის მამაკაცის ტანსაცმლის სამხატვრო ხელმძღვანელმა და Off-White ბრენდის დამფუძნებელმა, ვირჯილ აბლოჰმა საკუთარი დიზაინით შექმნილი ჭურჭელი წარადგინა. 

დიზაინერი კომპანია Ginori 1735-თან თანამშრომლობით ახალ კოლექციას ქმნის. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს ჩაის კომპლექტს. ყველა პროდუქტი სრულიად თეთრია და გაფორმებულია შავი გრაფიტის დიზაინით.  

კოლექცია 12 სექტემბრამდე მილანში, Off-White ბრენდის მაღაზიაში იქნება წარდგენილი. შეძენა ასევე შესაძლებელია Off-White და Ginori 1735-ში.